გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სტაჟირება სტაჟირების სამთვიანი პროგრამა ინდიგო სექტემბერი
თეგები: #სტაჟირება

სამთვიანი სტაჟირება ინდიგოში | შემოდგომა, 2023

ინდიგო სამთვიან სტაჟირებაზე იწვევს სტუდენტებსა და ახალბედა ავტორებს, რომლებსაც სურთ დახვეწონ ამბის თხრობის ხერხები და შექმნან სხვადასხვა ფორმატის შინაარსი. 

2023 წლის შემოდგომის ნაკადი ორი მიმართულებით დაკომპლექტდება:

  1. შეირჩევიან ისინი, ვისაც კონტენტის შექმნა აინტერესებს (ვიდეოს / ტექსტის ავტორები, ილუსტრატორები, ფოტოგრაფები). მონაწილეები რედაქტორების მეთვალყურეობით იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე, მოამზადებენ ინდივიდუალურ ან კოლაბორაციულ მასალებს და მიიღებენ კონტენტის წარმოების გამოცდილებას იდეის შერჩევიდან მის გამოქვეყნებამდე. გაივლიან პროფესიონალების მასტერკლასებს ვიდეო გადაღების, მონტაჟის, განათების, რესპონდენტების შერჩევისა და სხვა ტექნიკური თუ შინაარსობრივი დეტალების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში მედიაპროდუქტის მაღალ ხარისხს განაპირობებს. 

    საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება ინდიგოს პლატფორმებზე. 

  2. ველოდებით მათაც, ვისაც მხოლოდ კონტენტის გავრცელება აინტერესებთ. ისინი სოციალური მედიის მენეჯერის ხელმძღვანელობით იმუშავებენ ინდიგოს სხვადასხვა პლატფორმაზე (Facebook, Instagram , YouTube, TikTok) იმისთვის, რომ შექმნილი მასალები საუკეთესო ფორმით მივიდეს დიდ აუდიტორიამდე. მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას თუ როგორ უნდა შეიქმნას სტრატეგია და ტრანსფორმირდეს მასალები თითოეული პლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინებით. 


პროგრამაში მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება და გავრცელება. საერთო ჯამში შეირჩევა 15-მდე მონაწილე.

პროგრამა არ არის დისტანციური, სამუშაო საათები კი  მორგებულია თითოეულ მონაწილეზე. 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2023 წლის 17 სექტემბრის 23:00 საათი.

ინდიგოს სტაჟირების პროგრამა უკვე მეშვიდედ ცხადდება. მონაწილეობა არ ანაზღაურდება. თუმცა საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გააგრძელებენ ანაზღაურებად თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ისევე, როგორც ეს წინა პროგრამის მონაწილეების შემთხვევაში მოხდა - სწორედ სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ  შეირჩნენ დღეს უკვე ინდიგოს ვებრედაქტორი, ილუსტრატორები, ვიდეოს ავტორები და სოციალური მედიის რედაქტორი. სტაჟირების ფარგლებში მომზადებული მასალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა