სამთვიანი სტაჟირება ინდიგოში | შემოდგომა 2024
ინდიგო სამთვიანი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს მათ, ვისაც ვიზუალურ თუ ტექსტურ მასალებზე მუშაობის გამოცდილების მიღება სურთ. 2024 წლის შემოდგომის ჯგუფში ველოდებით დამწყებ ავტორებს (ვიდეოს / ტექსტის ავტორები, ილუსტრატორები, ფოტოგრაფები), რომლებსაც სურთ, დახვეწონ ამბის თხრობის ფორმები და მათაც, ვისაც სოციალური მედიის არხების მართვა და კონტენტის გავრცელება აინტერესებთ.
მონაწილეები რედაქტორების მეთვალყურეობით იმუშავებენ შინაარსის შექმნაზე, მოამზადებენ ინდივიდუალურ ან კოლაბორაციულ მასალებს და მიიღებენ ვიზუალური თუ ტექსტური მასალების წარმოების გამოცდილებას იდეის შერჩევიდან მის გამოქვეყნებამდე. გაივლიან პროფესიონალების მასტერკლასებს ვიდეო გადაღების, მონტაჟის, განათების, თემის დამუშავების, რესპონდენტების შერჩევისა და სხვა ტექნიკური თუ შინაარსობრივი დეტალების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში მედიაპროდუქტის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
პროგრამაში მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება და გავრცელება. საერთო ჯამში შეირჩევა 15-მდე მონაწილე.
პროგრამა არ არის დისტანციური, კვირის განმავლობაში ორჯერ იკრიბება გუნდი, განიხილავს უკვე მომზადებულ მასალებს, იღებს რეკომენდაციებს და გეგმავს მომდევნო სამუშაოს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2024 წლის 30 სექტემბრის 18:00 საათამდე. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. მუშაობა კი 2024 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყება.
პროგრამაში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი, რადგან ტრადიციული სტაჟირებისგან განსხვავებით, შერჩეული კანდიდატები შინაარსის მომზადებაში ინდიგოს კი არ ეხმარებიან, არამედ პირიქით, ინდიგოს გუნდის წევრები უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ საუკეთესო მონაწილეებთან, უკვე როგორც ავტორებთან, ანაზღაურებადი თანამშრომლობა გავაგრძელოთ.
ინდიგო სტაჟირებას უკვე მეცხრედ აცხადებს. სწორედ ამ პროგრამით შეირჩნენ დღეს უკვე ინდიგოს ვებრედაქტორი, ილუსტრატორები, ვიდეოს ავტორები თუ სოციალური მედიის რედაქტორი.
ამავე პროგრამის ფარგლებში მომზადებული მასალები კი მეორე წელია, იმარჯვებენ საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრის ნომინაციაში და იღებენ ევროკავშირის პრიზს. ამ ნომინაციის დაწესებიდან დღემდე ფინალში გასული 5 მონაწილიდან 4 სწორედ ამ პროგრამის მონაწილე იყო.