სამყარო Huawei-ს თვალით
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
„მოლოდინი არ გამცრუებია. კამერა ისეთივე მკვეთრი და სწრაფია, როგორიც „ლეიკას“ ახასიათებს. აქვს საკმაოდ ფართო "dinamic range", რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩამავალ მზეს იღებ, ვაზის ფოთლები სრულიად ბნელში არ აღმოჩნდება ისე, როგორც ბევრი სუსტი კამერის შემთხვევაში ხდება.
აღსანიშნავია ვარირებადი ფოკუსიც, რომელიც ბევრ ფოტომოყვარულს მოეწონება, უყვართ, ზოგადად, ფოკუსში მყოფი ობიექტი და გაბლარული ფონი. ფერებიც ძალიან ნატურალურია და ეკრანი ამის აღქმაში ხელს გიწყობს.
ფოტოების გაშავთეთრების შემთხვევაშიც არ გეკარგება ფაქტურა და ასევე ძალიან სასიამოვნო პროდუქტს იღებ.
ფოტოები ადვილად მოგყვება, როცა ფოტოშოპში ან ლაით რუმში ამუშავებ. ფოტოების ზომაც იდეალურია და jpg კომპრესიით გადაღება ფოტოს არ აფუჭებს.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემს მოთხოვნებს თითქმის მაქსიმალურად აკმაყოფილებს“.
ლევან მაისურაძე
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის ფუნქცია გააჩნია, რაც ჩვეულებრივ პროფესიონალურ კამერებს, მათგან განსხვავებით, არის ძალიან მარტივი და მოსახერხებელი. ფოკუსირებისა და გადაღების სისწრაფე კი, კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის მას“.
ჯუდა ხატია ფსუტური
„ესაა ტელეფონი „ლეიკას“ ოპტიკით, რომელსაც საოცარი შესაძლებლობები აქვს; რომელიც გაძლევს საშუალებას უამრავი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარო“.
სერა ძნელაძე
„კარგია, როცა მობილურით გადაღებული დაუმუშავებელი ფოტოც მოგწონს. ისეთი მაგარი კამერა აქვს, რომ არ ველოდი; იმდენად კარგი დეტალიზაცია, რომ შეიძლება ვერც კი დაიჯერო, მობილურით რომ არის გადაღებული. და კიდევ ‒ მართლა განსაცვიფრებელი შავ-თეთრი გამოსახულება აქვს ‒ ეს რომ არ აღვნიშნოთ, ცოდვაა“.