გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სანდრო თავართქილაძე მრბოლელი
თეგები: #SOLO

სწორ დროს სწორ ადგილას | SOLO X სანდრო თავართქილაძე

დრო — ეს ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. დრო არის ის, რაც არასდროს არაფერში გვყოფნის და მუდმივად ვცდილობთ მის დაზოგვას, თუმცა თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება, ამის მიღწევა რთულდება.

მაგრამ ჩვენს ეპოქაში არსებობენ კომპანიები, რომლებიც საკუთარ ენერგიას მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - დროის დასაზოგად იყენებენ - ქართულ რეალობაში SOLO ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

SOLO ტრადიციას არ ღალატობს და მომხმარებლისთვის მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას განაგრძობს. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი პროდუქტი SOLO X ჩაუშვა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა და ყველაზე ძვირფასის, დროის დაზოგვაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს.

SOLO X მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და  ეფექტიანად მართონ საკუთარი ფინანსები დროის ნებისმიერ მონაკვეთში, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, მიიღონ ქოლ ცენტრის მხარდაჭერა და რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზის შედეგად ეფექტიანი ფინანსური ოპერაციები შეასრულონ.

პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად SOLO X მომხმარებელს სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე -  ინეტრნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილ ბანკსა და SMS ბანკზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმ ანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და დარიცხული მაღალი სარგებელი. თუმცა, ეს SOLO X-ის უპირატესობის მხოლოდ ნაწილია. 

დროის დაზოგვა რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად კარგად იცის პროფესიონალმა ავტომრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ, რომელიც უკვე წლებია SOLO-ს ერთგული მომხმარებელია. როგორც ის გვიყვება, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ამ მომსახურებით სარგებლობს, მისი ხელმისაწვდომობაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ მოგზაურობა სხვადასხვა ტურნირებზე. ამიტომ მჭირდებოდა ისეთი პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილში იქნებოდა ხელმისაწვდომი. სწორედ ასეთი პროდუქტია სოლოს ბარათი, რომლის უპრობლემოდ გამოყენებაც ყველა  ქვეყანაში შევძელი. გარდა ამისა, ხშირად ვსარგებლობ სოლოს სპეციალური შეთავაზებებით, რადგან მათი უმეტესობა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ჩემთვის”, - ამბობს სანდრო.

აღსანიშნავია, რომ SOLO-ს ახალი შეთავაზება, რომელიც გულისხმობს მომსახურების მიღებას “სწორ დროს, სწორ ადგილას” სანდროსთვის მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა.

“სოლოს შემთხვევაში ბარათის გარდა, ძალიან სასარგებლო და კომფორტული არის ის, რომ ყველა მომხმარებელს ძალიან ინდივიდუალურად უდგებიან და ყველა პრობლემა თუ ოპერაცია მალე სრულდება, რაც ჩემთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. სოლოს ახალი პროდუქტი SOLO X კი შექმნილია მათთვის, ვისაც ცოტა განსხვავებული მოთხოვნები და საჭიროებები გააჩნიათ, სოლოს სტანდარტული მომხმარებლებისგან განსხვავებით, ეს არის პროდუქტი, რომელიც საშუალებას მომცემს დამოუკიდებლად ვმართო საკუთარი ფინანსები და ამავდროულად 24/7-ზე მივიღო საჭირო დახმარება პრობლემის არსებობის შემთხვევაში”, - ამბობს სანდრო.

SOLO X ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც მათ მეტი ბენეფიტებით უზრუნველყოფს, როგორიცაა აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა.

კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა