გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე ერთი წელია ინსტაგრამზეა!

გამოგვყევით ინსტაგრამზე @georgiannationalmuseum და ჩაერთეთ კონკურსში.

11 ოქტომბრიდან - 22 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიღეთ ეროვნული მუზეუმის სივრცეში ნებისმიერი, თქვენთვის საინტერესო დეტალი და ატვირთეთ ფოტო თქვენს ინსტაგრამზე ჰეშთეგით #MUSEUMINFOCUS2016.

ამავდროულად, გამოგვიგზავნეთ ფოტო მისამართზე gnmuseum@gmail.com

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმების გაერთიანება საქართველოს ტერიტორიაზე 15 სხვადასხვა მუზეუმს მოიცავს: https://goo.gl/sDSfKF

ყველაზე საინტერესო ნამუშევრები გამოიფინება ეროვნულ მუზეუმში!

  • გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს მუზეუმის დირექტორი ეროვნული მუზეუმის ექსკლუზიურ ტურს ჩაუტარებს;
  • გამარჯვებული კონკურსანტებისთვის გაიხსნება მუზეუმის დახურული საცავები;
  • გამარჯვებულებს გადაეცემათ მუზეუმის მეგობრის ბარათი და სასაჩუქრე ნაკრები;
  • National Geographic საქართველო ყველა გამარჯვებულს გადასცემს დღემდე გამოქვეყნებული ჟურნალების ბიბლიოთეკას. თავის რჩეულს კი, ბიბლიოთეკასთან ერთად, ჟურნალის ერთწლიანი გამოწერის უფასო პაკეტით დაასაჩუქრებს. 

 

მუზეუმის ინსტაგრამ მეგობრები არიან National Geographic საქართველო, საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s, კომპანია GIFme, მუსიკოსი სანდრო თედიაშვილი (Macrowelt) და ღვინო ,,თამადა“.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა