გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სასაცილო გოგონა

Event Cinema – „სასაცილო გოგონა“

Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ გამორჩეულ, საიუბილეო ჩვენებაზე გეპატიჟებათ. 

2018 წელს ზუსტად ნახევარი საუკუნე სრულდება, რაც ეკრანებზე ილიამ უაილერის საკულტო მიუზიკლი „სასაცილო გოგონა“ გამოვიდა. 1968 წელს გადაღებულ ფილმში ბარბარა სტრეიზანდის მიერ შესრულებულმა ფენი ბრაისის როლმა დამწყები მსახიობისა და მომღერლის კარიერა იმთავითვე განსაზღვრა, მაყურებელი კი ისე მოხიბლა, რომ ფილმი ათეული წლების განმავლობაში რჩებოდა სხვადასხვა თაობებისთვის ინსპირაციად. 

2016 წელს ლონდონის West end Savoy-ის თეატრმა „სასაცილო გოგონას“ სცენაზე დადგმა გადაწყვიტა. ინიციატივამ გაამართლა: მიუზიკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსების მხრიდან. 2 წლიანი წარმატებული დადგმების შემდეგ სპექტაკლი კინოეკრანებზეც გამოვიდა და მიმდინარე წლის შემოდგომიდან უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კინოთეატრებში აჩვენებენ. „სასაცილო გოგონას“ Event Cinema-ს ფარგლებში გამართული ჩვენებები მიუზიკლის პირველი ვერსიის გამოსვლის 50 წლის იუბილეს დაემთხვა, რაც კიდევ უფრო ზრდის მისდამი ინტერესს.

წარმოდგენის რეჟისორი მაიკლ მაიერია. მთავარ როლებს შერიდან სმიტი, ნაიჯელ ბაბერი და დარიუს კემპბელი ასრულებენ. მიუზიკლი ახალგაზრდა, დამწყები მსახიობის, ფენი ბრაისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბრუკლინის ერთი პატარა თეატრის მსახიობობიდან ბროდვეის ვარსკვლავად იქცევა.

სპექტაკლის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 20 ნოემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა