სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება
სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს.
პირველ ეტაპზე - 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: "ივერია ტერასა" და “ივერია კაფე".
მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.
მესამე ეტაპზე - 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები - “ფილინი” და “უმამი”
რადისონის ჯგუფისთვის სტუმრების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა, ასევე უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, სრული ძალისხმევით ხდება ჰიგიენის, სანიტარიის და უსაფრთხოების წესების დაცვა მთლიან ტერიტორიაზე.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, რადისონის სასტუმროების ჯგუფმა შეიმუშავა უსაფრთხოების უახლესი პროტოკოლი - ჰიგიენის დაცვის და სრული დეზინფექციისთვის, რომელსაც ახორციელებს მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან SGS Group-თან ერთად.
როგორც ახალი გლობალური სტანდარტის, ასევე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების სრული დაცვით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ გააგრძელებს სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდებას.