გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სახლი კინოში | ფოტოამბავი

საბჭოთა კავშირისგან ქვეყანას მუნიციპალური კინოთეატრებისა და კლუბების დიდი ქსელი დარჩა მემკვიდრეობად. ქალაქებსა და სოფლებში დღესაც დგას ეს შენობები, ზოგი ისევ მყარად, მაშინ, როდესაც სხვების ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა იშლება. ნაწილს წლებია უკვე კერძო მესაკუთრე ჰყავს, რამდენიმეს სტატუსი და შინაარსიც შეეცვალა.

ეს ფოტოამბავი  მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნავოს კინოკლუბის შენობის ბედზე გვიყვება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნავოს ყოფილი კინოკლუბის შენობაში სიგუების ოჯახი 2009 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ქმარი მრავალსულიანი ოჯახიდან იყო და ცალკე ცხოვრება უნდოდათ. ერთხელ რეკლამა ნახა, შენობა აუქციონზე გამოეტანათ, განცხადება დაწერა და ადგილობრივ გამგეობაში შეიტანა. როგორც მრავალშვილიანს, უპირატესობა მიანიჭეს. ძველი კინოკლუბი მალევე  სიგუების სახლად გადაიქცა.

________________
ფოტოამბავი მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ფოტოამბავი არ გამოხატავს ევროპის ფონდის, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

logos

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა