გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ემ კვადრატი
თეგები: #ინდიგო N18

m2-ის საგაზაფხულო აქცია

m2 აგრძელებს ეკოლოგიაზე ზრუნვას და თბილისში ელექტროდამტენების ქსელის შექმნის დაფინანსების შემდეგ, ახლა უკვე ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაციას იწყებს. კომპანიის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, ყველა, ვინც 22 აპრილამდე შეიძენს გარემონტებულ ბინას m2-ში, ელექტროსკუტერით დასაჩუქრდება.

გასული წლის ნოემბერში დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ და კომპანიამ „E-Space“ სოციალური კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ გამოაცხადეს, რაც ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს. 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტროდამტენი სადგური დამონტაჟდება და ელექტრომანქანების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ამ სერვისით ისარგებლონ. ამ ეტაპზე უკვე 11 ასეთი ადგილია მოწყობილი საქართველოს მასშტაბით. დანარჩენი კი წლის ბოლომდე დამონტაჟდება.

„ელექტროტრანსპორტი არის ერთ-ერთი გამოსავალი, ქალაქში გამონაბოლქვისა და ხმაურის შესამცირებლად. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენ გარშემო ჰაერს გააუჯობესებს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უნდა დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ მსგავსი ტიპის ქსელის არსებობას საქართველოში – ამ ეტაპზე კი თბილისში, სადაც ეკოლოგიის მხრივ არასახარბიელო ვითარებაა. ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის არსებობა, გარკვეულწილად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მოთხოვნის გაზრდასაც შეუწყობს ხელს“, – ამბობს m2-ის დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი.

საქართველოში ამ ეტაპზე ელექტროტრანსპორტს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტი მოიხმარს, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად იზრდება. მაგალითად, თუ 2015 წელს ქვეყანაში სამი ელექტრომობილი შემოვიდა, 2016 წელს ეს რიცხვი 33-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი უკვე 11 ასეთი მანქანაა განბაჟებული, რაც წლის ბოლომდე სავარაუდოდ კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება.

m2 ამ ტენდენციის წახალისებას ამჯერად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ტრანსპორტით, ელექტროსკუტერებით ცდილობს. აქციაში მონაწილეობს m2-ის შემდეგი ენერგოეფექტური კომპლექსები: m2 იპოდრომთან 2, m2 ყაზბეგზე 2, m2 ჭავჭავაძეზე და ოპტიმა ისანი. ელექტროსკუტერები, რომლითაც ამ კომპლექსებში ბინის მყიდველები დასაჩუქრდებიან, გარდა იმისა, რომ ლამაზი ვიზუალისაა, ძალიან ეკონომიურიცაა. მის მომხმარებელს 50 კილომეტრის გასავლელად დაახლოებით 30 თეთრის დახარჯვა სჭირდება. სკუტერი საათში 45 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. მას არ სჭირდება მართვის მოწმობა და სანომრე ნიშანი, რაც დამატებით ბიუროკრატიასაც აგაცილებთ თავიდან.

„გარდა იმისა, რომ ძალიან ეკონომიური და მარტივი სამართავია, ეს სკუტერები საცობების მხრივაც მოსახერხებელია და, რაც მთავარია, ეკოლოგიას არ აყენებს ზიანს. თანაც, აბსოლუტურად უხმაუროა. პარკირება, გამონაბოლქვი და ხმაური – ეს სამი პრობლემა არასდროს შეაწუხებს არც მის მფლობელს და არც გარშემომყოფებს“, – აღნიშნავს შორენა დარჩიაშვილი. მისი თქმით, m2 მომავალშიც გააგრძელებს გარემოს ზრუნვისა და გაჯანსაღებისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერას, მათ შორის, ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაციას. ამ ეტაპზე კი, კომპანიის აქცია 22 აპრილამდე გაგრძელდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა