მეხსიერების შებრუნება | ვიდეო
19.06.2019ალცჰაიმერის დაავადება, როგორც დემენციის ერთ-ერთი განვითარება, მეხსიერების, ყოველდღიური ნორმალური ქცევების, ფიქრების აშლილობაა. იგი არ იკურნება, თანამედროვე მედიცინაში მხოლოდ დაავადებას მართავენ.
საწყის ეტაპზე დაავადებას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზება ნელა, გამოუცდელი თვალისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეუქცევადად პროგრესირებს: პაციენტი ჯერ გულმავიწყი ხდება, დრო და ორიენტაცია ერევა, ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები ეწყება და ბოლოს საკუთარ სახლშიც კი შეიძლება თავი უცხოდ იგრძნოს.