Silentium 19 | ელენე ლობჟანიძის ფოტოამბავი
მარტოსულობასა და სიჩუმეში დიდი სილამაზე და სითბო იმალება, რომელსაც ხშირად მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ, მოგონებებში ვამჩნევთ.
ჩვენი და სხვა ადამიანების ცხოვრების ბილიკები ლიანდაგებივით ეკვეთება ერთმანეთს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლოს ვიქნებით, დროის განმავლობაში ისინი მაინც განშორდება. Silentium 19 ჩემთვის ალბათ ის ცარიელი სივრცეა, რომელიც ყოველთვის თან დამყვება, ყველაფრის ცვლილების მიუხედავად. სახელიც ამ ხმამაღალი სიჩუმის აღმნიშვნელია.
კადრები ავარჩიე გადაღების მომენტში განცდილი მსგავსი შეგრძნების მიხედვით, აქ ჩემთვის ბევრი ძვირფასი ადამიანი, მომენტი და ადგილია აღბეჭდილი.
ავტორი: ელენე ლობჟანიძე