გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

სიტყვების ფესტივალი

“ხშირად დასმული კითხვები - სიტყვების პლატფორმა - 2019 წლის ივლისში გარიყულაში, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ ფესტინოვასფარგლებში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. ხშირად დასმული კითხვებირამდენიმე ნაწილისგან შედგება: რეზიდენცია, ვორქშოფი, პუბლიკაცია, გამოფენა. 

რეზიდენციას 35 მონაწილე ჰყავდა - მწერლები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვინც სიტყვებით მუშაობს. მონაწილეებმა 1989 წლიდან 2019 წლამდე ერთი წელი აირჩიეს და შერჩეული წელი სხვადასხვა ჟანრის ტექსტით აღწერეს. 

რეზიდენციაში დაწერილი ტექსტებით შედგენილი კალენდარი იხილოთ აქ: http://frequentlyaskedquestions.ge

აქ კი, ამ საგამოფენო სივრცეში, როგორც ფურცელზე - თითო წინადადებამდე, ზოგჯერ სიტყვამდე დაყვანილი წლებია: 1989 - 2019 წელი. 

აქ შეკრებილი სიტყვებად ქცეული წლები ჩვენი კოლექტიური ბიოგრაფიაა. პრესაში და ტელევიზიაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები, წლების სათაურებად გადაიქცა. 

შეიძლება შეუძლებელიც არის დროის ერთი სიტყვით აღწერა, ისტორიის ერთ სიტყვაში ჩატევა. 

რა არის ეს? 

სუბიექტური ისტორია? ბიოგრაფია? დაკარგული დღიური თუ ვადაგასული კალენდარი? ენციკლოპედია დაკარგული მნიშვნელობებით? 

ეს არის ის რაც დარჩა. 

რამდენიმე სიტყვა -  მეხსიერების ღილაკები. 

სიტყვა - ღილაკებზე დაჭერისას ხან დავიწყებული, ხან დაკარგული, ხან კარგად ნაცნობი ამბები გვახსენდება. 

ეს სიტყვები გამოცანებია. გამოცანის პასუხი კი ჯერ არ დაწერილი ისტორიაა. 

 

მადლობა:

სანდრო ნავერიანს და ნინო კიკნაძეს. 

ყარამან ქუთათელაძეს.

შოთა იათაშვილს.

დავით გაბუნიას.

თემურ უგულავას. 

თამარ ბაბუაძეს და ნინო ლომაძეს.

გიორგი იაშვილს.

მიხო ნერგაძეს და გიო ჯინჭარაძეს.

მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც რეზიდენციაში დრო გაატარა და წლების მოსათხრობად სიტყვები მოძებნა. 

ხშირად დასმული კითხვებისმხარდამჭერია აჭარა ჯგუფი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა