გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სოლიდარობის ახალი წელი | გიორგი ყოლბაიას ფოტოამბავი

პროცესს, რასაც უკვე 35 დღეა ვაკვირდებით, აქვს შანსი, ახალი საქართველოს დაბადების ისტორიულ მომენტად იქცეს. რამდენადაც გინდა გვსურდეს, ამ პროცესის ფორსირება და მალე დასრულება, არ გამოგვივა.

ჭეშმარიტად სოციალური სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელია, რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფმა იგრძნოს, რომ უერთმანეთოდ მარცხისა და ტანჯვისთვის ვართ განწირულები. იმისათვის, რომ ახლიდან დაიბადო, ჯერ უნდა მოკვდე.

ჩვენ სწორედ ამ კვდომისა და ახლად დაბადების პროცესს ვაკვირდებით. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. სოციალურ სახელმწიფოს ფუყე ნიადაგზე ვერ ააშენებ, ის მხოლოდ ტყის ფესვებივით გადაჯაჭვულ, ტოტალური სოლიდარობის აქტებით დატოტვილ ქსელზე შეიძლება აშენდეს.

Liberte, egalite, fraternite.

კოლექტიური დღესასწაული, რისი მომსწრენიც 31 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გავხდით, ბრძოლის განმავლობაში გაჩენილი კავშირების განმტკიცების და იარების მოშუშების პროცესის აუცილებელი ნაწილია. დღესასწაულმა, რომელიც სხვა დროს ოჯახს და ვიწრო წრეს შეაკავშირებს ხოლმე, ათობით ათასი ადამიანი გააერთიანა. ნუ დაგვავიწყდება, რომ წარსულში, ყველაზე ბრუტალური ომების დროსაც კი, უშუალოდ ბრძოლის წინა ღამესაც იმართებოდა დღესასწაული, სმა-ჭამა, ცეკვა, მუსიკა. ეს ერთობის შეგრძნებისთვის, შეკავშირებულობისთვის და ნდობის განსამტკიცებლად აუცილებელია. ის, რომ დღეს ბრძოლის ველზე ქალები და კაცები ერთმანეთის გვერდი-გვერდ ვიბრძვით, კიდევ უფრო ძლიერსა და შეუპოვარს ხდის ჩვენს წინააღმდეგობას. ჩვენ ერთად ვართ არა მხოლოდ ჭირში, არამედ ლხინშიც და ჩვენ ვერავინ დაგვიმონებს. 

No Pasaran!

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა