სტაჟირების პროგრამა ინდიგოში 2022
ინდიგოში სტაჟირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ინდიგო სამთვიან სტაჟირებაზე იწვევს სტუდენტებსა და ახალბედა ავტორებს სხვადასხვა მიმართულებისა და ფორმატის მასალებზე სამუშაოდ: ფოტოგრაფია, ტექსტი, მულტიმედია, ვიდეო.
სტაჟირების დროს მომზადებული საუკეთესო მასალები ინდიგოს ვებსაიტზე გამოქვეყნდება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 4-5 მონაწილე, რომლებიც მიიღებენ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:
- ამბის განვითარება იდეიდან - გამოქვეყნებამდე
- ვიდეოს წარმოება
- ტექსტების დამუშავება
- ციფრული კომუნიკაცია
ისინი, ვისაც ციფრული შინაარსის შექმნა და მისი მართვა აინტერესებს, იმუშავებენ სოციალური მედიის რედაქტორთან ერთად.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 აპრილის 18:00 საათი.
ინდიგოს სტაჟირების პროგრამა უკვე მეხუთედ ცხადდება. ინდიგოს რედაქციასა და პროექტებზე დღემდე მუშაობენ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, ისინი დღეს ჩვენი ავტორები და მკვლევრები არიან.
სტაჟირება არ არის დისტანციური და ანაზღაურებადი და გრძელდება 3 თვე.