გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სტაჟირება
თეგები: #სტაჟირება

სამთვიანი სტაჟირება ინდიგოში | 2023, გაზაფხული


ინდიგო სამთვიან სტაჟირებაზე იწვევს სტუდენტებსა და ახალბედა ავტორებს სხვადასხვა მიმართულებისა და ფორმატის მასალებზე სამუშაოდ. 2023 წლის გაზაფხულის ნაკადი ორი მიმართულებით დაკომპლექტდება:

  1. ვებსაიტისთვის კონტენტი - შეირჩევიან ისინი, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟში, სტატიებისა და ვიდეოებისთვის ილუსტრაციების მომზადებაში.  მონაწილეები იმუშავებენ ვებსაიტის რედაქტორთან და ჟურნალისტებთან
  2. სოციალური მედიის არხები - ველოდებით მათაც, ვისაც კონტენტის გავრცელებაზე მუშაობა სურს და აინტერესებს მედიასაშუალების Youtube, Instagram და Facebook გვერდების მართვა.
     

პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 10-მდე მონაწილე,  რომლებიც ინდიგოს რედაქტორების დახმარებით საკუთარ იდეებს განახორციელებენ და შექმნიან როგორც დამოუკიდებელ ისე კოლაბორაციულ მასალებს. საუკეთესო ნამუშევრები ინდიგოს პლატფორმებზე გამოქვეყნდება. 

პროგრამაში მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება და გავრცელება.

პროგრამა არ არის დისტანციური,სამუშაო საათები კი კონკრეტული და წინასწარ განსაზღვრული არ არის, დამოკიდებული და მორგებულია თითოეულ მონაწილეზე. 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2023 წლის 30 იანვრის 18:00 საათი.

ინდიგოს სტაჟირების პროგრამა უკვე მეექვსედ ცხადდება. მონაწილეობა არ ანაზღაურდება. თუმცა საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გააგრძელებენ ანაზღაურებად თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ისევე, როგორც ეს წინა პროგრამის მონაწილეების შემთხვევაში მოხდა - სწორედ სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ  შეირჩნენ დღეს უკვე ინდიგოს ვებრედაქტორი, ილუსტრატორები, ვიდეოს ავტორები და სოციალური მედიის რედაქტორი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა