სურვილების ასრულების 9 წელი სითი მოლთან ერთად!
სითი მოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 9-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, სითი მოლის ყველა სავაჭრო ობიექტში ექსკლუზიურ ფასდაკლებებს, აქციებს, საჩუქრებს და უამრავ სიურპრიზს გთავაზობთ.
9 ოქტომბრიდან დაიწყება სითი მოლის გრანდიოზული გათამაშება, რომლის კულმინაციაც 31 დეკემბერს იქნება, გამარჯვებულებს გადაეცემათ:
- სითი მოლის 10 000, 5 000 და 500 ლარიანი ვაუჩერები;
- დასვენება რადისონ ქოლექშენში 2 ღამით;
- სითი მოლში განთავსებული ბრენდების ექსკლუზიური საჩუქრები.
გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლება ყველა მომხმარებელს, რომელიც სითი მოლში განთავსებულ საინფორმაციო მაგიდასთან წარადგენს მინიმუმ 200-ლარიან ჩეკს. თითოეული 200-ლარიანი ჩეკის წარდგენისას გათამაშების ბილეთი მოთავსდება დოლურაში.
სითი მოლის დაბადების დღის აღსანიშნავად, 9 ოქტომბერს პირველი 9 მომხმარებელი, რომელიც წარადგენს მინიმუმ 200 ლარიან ჩეკს, მიიღებს გათამაშების 9 ბილეთს;
სითი მოლი საბურთალო 2011 წელს გაიხსნა და მომხმარებელს თავი ლოკაციის განსაკუთრებულობით, მრავალფეროვანი არჩევანით და კომფორტული გარემოთი დაამახსოვრა;
სითი მოლი გლდანი 2016 წელს ი. ვეკუას N1-ში გაიხნა. ის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, აღჭურვილი ღია და დახურული, 1 000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი, კვების ობიექტები, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ტიპის ბრენდული ობიექტები, გასართობი სივრცე, DIY ტიპის ჰიპერმარკეტი. აღსანიშნავია ცენტრის გამორჩეული ლოკაცია სამი უბნის - გლდანის, თემქისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე.
სითი მოლი საბურთალოს ახალი ნაწილი 2019 წელს გაიხსნა, 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა, ორდონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს უახლესი კონცეფციის მქონე ცნობილი საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაღაზიებს. სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე განთავსებულია პრემიუმ სივრცე - პრემიუმ ბრენდების მაღაზიებით, ხოლო მთავარ სართულზე მდებარეობს ქართველი დიზაინერების დარბაზი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული წარმოების სამოსი და აქსესუარები. სითი მოლი საბურთალოს მეორე სართულზე, სულ მალე, ოპერირებას დაიწყებს 3 500 კვმ სივრცის მქონე უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“!
2020 წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.
გილოცავთ და გეპატიჟებით სითი მოლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე, რომელიც 9–დან 31 ოქტომბრის ჩათლით გაგრძელდება.
ჩვენს დაბადების დღეზე საჩუქრებს იღებთ თქვენ!