გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

შვიდკერძიანი ვახშამი აბრეშუმის გზის მოტივებზე

Hennessy – 250 წლის განმავლობაში კონიაკის წარმოების უპირობო ლიდერი კომპანია – აბრეშუმის გზაზე დაბრუნდა. ეს ერთგვარი კონცეპტუალური დაბრუნებაა, თუმცა, გეოგრაფიასა და ფიზიკურ საზღვრებსაც მოიცავს.

„Hennessy X.O.-ს ყველა წვეთი ოდისეაა“ – ასეთია ახალი პროექტის კონცეფცია, რომელიც აბრეშუმის გზის შვიდი ისტორიული ქვეყნის ეროვნულ კულინარიაზე დაფუძნებით ახალი მენიუების შექმნას გულისხმობს, წამყვან შთამაგონებელ ხაზს კი Hennessy X.O.-ს კონიაკის შვიდი სადეგუსტაციო ნოტი ქმნის: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო – ეს ის შვიდი შეგრძნებაა, რასაც სახელგანთქმული კონიაკის არომატები აღძრავს და რომელთა ინსპირაციითაც აბრეშუმის გზის ქვეყნების ავთენტური კულინარიული გემოები და სახასიათო რეცეპტურა საინტერესოდ გარდაიქმნება.

ყაზახეთის, უზბეკეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ჩინეთის გარდა, Le Guide Michelin-ის კურატორობით, შეფმზარეულებმა Hennessy X.O.-ს არომატების პალიტრა და ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციები საქართველოშიც შეაზავეს. შვიდი კერძისგან შემდგარ მენიუზე ცნობილმა რესტორატორმა და შეფმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ, მიშლენის ვარსკვლავის მფობელმა ფრანგმა შეფმა ფანი რეიმ იმუშავეს. მენიუს პრეზენტაცია და ექსკლუზიური ვახშამი Hennessy X.O.-ს აბრეშუმის გზაზე დაბრუნების აღსანიშნავად 3 ოქტომბერს თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ გაიმართა. სტუმრებს წარუდგინეს კერძები, რომლებშიც ჰარმონიულად და შეუმჩნევლად, ლოგიკურად, მაგრამ, ამავდროულად, გასაოცრად ერწყმოდა ერთმანეთს ადგილობრივი, ქართული გემო და სახელგანთქმული კონიაკის არომატები.

„კოლაბორაცია ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ახალი გემოები, ურთიერთობა გამოცდილებაა. ქართული გემოს საფუძველი ნიგოზი, სუნელი და ნიორია. საინტერესოა, თუ როგორ დაინახავს ამას ფრანგი შეფი“, – აცხადებდა ვახშმის მზადებისას შეფი, თეკუნა გაჩეჩილაძე.

„ქართული სამზარეულოს ტრადიციები და ფრანგული კონიაკის სახლი „ჰენესი“ იდეის ცენტრი იყო, საბოლოოდ, საინტერესო მენიუ გამოვიდა, რომელიც საქართველოს შთაბეჭდილებებით შეიქმნა“, – ასეთი იყო შეფის, ფანი რეის საბოლოო დასკვნა.

ვახშამზე ძირითად კერძად სტუმრებს შავი ზღვის მგელთევზა შესთავაზეს ნიგვზის კროკეტითა და ბროწეულის სოუსით, მეორე ძირითად კერძად სუფრაზე გამოიტანეს ბატკანი კაპერსებით, ლიმონით, ანჩოუსებითა და კონცენტრირებული პიტნის წვენით. ყველის დაფა წარმოდგენილი იყო თხის ყველით ფერმენტირებულ ლეღვთან ერთად. სტუმრებს ასევე გაასინჯეს გრილზე მომზადებული ბადრიჯანი, შეზავებული შავი ლიმონითა და ნესვით; მწიფე პომიდორი ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეებითა და შებოლილი როზმარინით. წინა სადესერტო ჩაროზად კი შეარჩიეს ორბელიანის კაკლუჭა – კარამელიზებული ნიგოზი – ოქროს ფურცლით, ბოლო კერძად – მერენგი გაყინული ნუგითა და მოცვით.

„ქართული სამზარეულო ნამდვილად ინტენსიური გემოს სამზარეულოა. საინტერესო, სტრუქტურული გემო უჩვეულო რელიეფით. მიყვარს ასეთი სამზარეულო, ცოცხალი გემოს შეგრძნება. ვგრძნობ, რომ ქართული სამზარეულო და სუფრა უხვია. ის საკუთარ თავში არა მხოლოდ მზადების, არამედ გაზიარების ტრადიციასაც მოიცავს. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის იდენტობას. სწორედ ეს არის პროფესიონალებისთვის ყველაზე საინტერესო“, – განაცხადა ვახშმის შემდეგ ფანი რეიმ.

Hennessy X.O.-ს აბრეშუმის გზის ოდისეა საქართველოში ამ უნიკალურ გემოთა შერწყმითა და სრულიად ახლებური კულინარიული თავგადასავლით გაგრძელდა. მანამდე კი ყველაფერი საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში, Hennessy Maison-ში დაიწყო – იქ მიშლენისა და ადგილობრივი შეფ-მზარეულები კონიაკის სახლის მემკვიდრეობასა და ტრადიციებს გაეცნენ, ეწვივნენ არქივებს, მარნებს, საოჯახო სასტუმროს, კასრების საწარმოებსა და ვენახებს. Hennessy-ს სამყაროში ეს შთამბეჭდავი მოგზაურობა Hennessy-ს სრული კოლექციისა და სხვა კონიაკების უნიკალური სადეგუსტაციო პროცესითაც აღინიშნა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა