სხვა მეგობრობა უშბასთან | ირაკლი გუჯაბიძე
- რატომ მიდიხარ მთაში?
- ალბათ იმიტომ, რომ დავბრუნდე, - ასე ვუპასუხე ამ კითხვას, თუმცა ზუსტად მაქვს გააზრებული, რომ ერთხელაც, შესაძლოა, ვეღარც დავბრუნდე.
მთავარია, რომ აქამდე სულ ვბრუნდები! ზევიდან ცოცხალი დაბრუნება კიდევ ბევრად მარტივია, თუ ქვევით მელოდებიან, ალბათ მაგიტომაა, რომ ალპინისტებს ყოველთვის ჰყავთ მეუღლე, შეყვარებული, ვინმე... ვისთან დაბრუნებაც ყველაფრის გადალახვად ღირს.
შეიძლება პირიქითაც იყოს - ეს თბილისში ვარ სტუმრად და მთაში ვბრუნდები, აქ არავინაა ჩემით არც ბედნიერი, არც უკმაყოფილო. მთაზე როდესაც ვლაპარაკობ, როგორც წესი, უშბას ვგულისხმობ. ის ყველას სჯობს, ის სხვანაირია, სადაც არ უნდა წავიდე, რომელ შორეულ ექსპედიციაშიც არ უნდა ვიყო, ჩემს ოცნებად რჩება.
მგონი მასაც მოვწონვარ, რადგან აი უკვე მეხუთედ მიმიშვა. არ სწყინს, თუ სხვა მთისკენ გავიხედე, ეგ კი არა, ცოლ-შვილი რომ მასზე უფრო მეტად მიყვარს, მაგაზეც კი არ ეჭვიანობს. ხშირად ცდილობს, რომ ვეებერთელა მხრებიდან მავნე მწერივით გადამიფერთხოს, თოვლში დამმარხოს, ღამე გამყინოს, ქვები დამიშინოს, სამუდ
ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი