Tbilisi Open Air 2017-ის ლაინაფი
Archive, Anathema, Leningrad - წლევანდელი Tbilisi Open Air-ის მთავარი ჰედლაინერები არიან.
ბრიტანული ჯგუფი Archive ფესტივალს მეორედ ეწვევა. 2015 წლის ზაფხულის კონცერტი ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრიტანეთიდანაა მეორე ჰედლაინერიც - Anathema, 90-იანების დასაწყისში ძირითადად Goth metal-სა და Death metal-ს ასრულებდა, მოგვიანებით კი progressive rock-ს.
რუსულ ჯგუფს, Leningrad საქართველოში, დღესაც ბევრი მსმენელი ჰყავს და ეს მათი პირველი ვიზიტია ქვეყანაში.
ფესტივალს პირველად სტუმრობს ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსოკოსიც - Sevdaliza, რომელმაც თავისი გამორჩეული ხმის ტემბრითა და იმიჯით ბოლო წლებში ევროპაში დიდი ინტერესი გამოიწვია. Open Air-ის ღამის სცენაზე დაუკრავენ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უკვე ვეტერანი ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი OXIA და გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი Alex Do, რომელიც პოპულარული ლეიბლის Dystopian-ის წევრია.
წელს სპეციალურად Open Air-სთვის ორი ქართული ჯგუფი შეიკრიბება, Soft Eject და Kung Fu Junkie, რომელთაც დიდი ხანია კონცერტი აღარ ჰქონიათ. მათთან ერთად მსმენელი Young Georgian Lolitas-ის, Loudspeakers-ის, Eko&Vinda Folio-ს და სხვა ქართველ არტისტებს მოუსმენს.
ფესტივალი ამჯერადაც ლისი ვანდერლენდში ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება (16, 17 და 18 ივნისი).
ბილეთები 12 აპრილიდან გაიყიდება. 28 აპრილის ჩათვლით ლიმიტირებული ( 1,500 ცალი ) აბონემენტის ფასი 100 ლარი იქნება.
TBC ბანკის ნებისმიერი ბარათით ყიდვისას კი 20%-იანი cashback სისტემა იმოქმედებს.
29 აპრილიდან ყოველდღიური ბილეთებიც გაიყიდება. აბონემენტის საბოლოო ფასი კი 150 ლარამდე გაიზრდება.