თბილღვინოს საუკეთესო მასპინძლები იმსახურებენ
კომპანია თბილღვინოს ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა “თბილღვინო მასპინძლობისთვის” - სააგენტო ვინდფორსმა შექმნა. კამპანია მიზნად ისახავს თბილღვინოს, როგორც “ქალაქის მასპინძელი ღვინის”, პოზიციონირებას.
ღვინის კუთხე
საქართველო ღვინის და, შესაბამისად, მასპინძლობის სამშობლოა. სწორედ ამიტომ, თბილღვინომ საუკეთესო მასპინძლებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა. ესაა სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული ღვინის კუთხე, რომელსაც მასპინძლობისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარი და ატრიბუტი აქვს.
ღვინის კუთხე მობილური აქსესუარია, რომელშიც უკვე განთავსებულია თბილღვინოს ბოთლებიცა და სხვადასხვა აქსესუარები - ჭიქები, ღვინის ბოთლის გასახსნელი და სხვა.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებპლატფორმაც Tbilvinohost.ge. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ატვირთონ airbnb.com-ის, ანდა booking.com-ის ბმულები, სადაც მათი ბინის ფოტოები და ინფორმაციაა. აუცილებელი პირობაა, დაასაბუთონ, თუ რატომ იმსახურებენ თბილღვინოს რჩეული მასპინძლების რიცხვში ყოფნას. მას შემდეგ, რაც არჩევანი გაკეთდება, თბილღვინო სრულიად უსასყიდლოდ დაამონტაჟებს რჩეული მასპინძლის ბინაში ღვინის კუთხეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ღვინითაც მოამარაგებს.
თბილღვინოს კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა ალტერნატიული ქალაქის გზამკველევი, რომელზეც თბილისის ღირსშესანიშნაობები და თბილღვინოს რეალიზაციის პუნქტები ჩანს.
გაყიდვის წერტილებისთვის საგანგებოდ დამზადდა მინი-კუთხეები ღვინისთვის, რომელთა გადაკეთება საჭირო აქსესუარადაც შეიძლება. ასე რომ, აირჩიეთ თბილღვინო მასპინძლობისთვის.