გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვიზა თბილისის თეატრალური ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

თბილისში 22 სექტემბერს აიღებს სტარტს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ესაა საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში საქართველოს ინტეგრირების მიზნით გამართული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორები, მსახიობები, თეატრალური დასები.

ფესტივალი, უკვე ტრადიციულად, აერთიანებს თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე უფრო გამომწვევ, საინტერესო და, რაც მთავარია, დიდი მნიშვნელობის მქონე ნამუშევრებს – საშემსრულებლო ხელოვნების ინოვაციებისა და ტენდენციების ნაკრებს.

22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა საერთაშორისო თეატრალური სამყაროს ნაწილი გახდნენ. ფესტივალზე, რა თქმა უნდა, ცალკეული და ყველაზე დიდი ყურადღებაც ეთმობა ქართული სპექტაკლების პროგრამას (GEORGIAN SHOWCASE), ხოლო საერთაშორისო პროგრამის შედგენისას მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვეობასთან კავშირს, ანუ ახალი დროის გამოწვევებს, აღქმას, რეალობასთან მუდმივ ბმას:

„რეალობის ნატიფი გრძნობით”

– ესაა ფესტივალის მთავარი სლოგანიც, ყველაფერი რაც ხდება ჩვენ ირგვლივ, რაც გვაწუხებს და აღგვაშფოთებს.

VISA-ს მიერ მხარდაჭერილი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი შემოდგომაზე კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული ცხოვრების ცენტრად იქცევა.

ფესტივალის ბილეთების შეძენა VISA ბარათების მფლობელთათვის 15%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა