გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„თელიანი ველის“ გლეხური ქისი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2019“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო კი – „Best in Show” ქართულ ღვინოს – გლეხური ქისი ქვევრი 2017-ს ერგო. გლეხური ქისი ქვევრი ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში პირველი ღვინოა, რომელმაც „Best in show”-ს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

„Best in Show” ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 2019 წელს კონკურსში მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 17 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. ჟიური, რომელიც 280 ღვინის ექსპერტია, უმაღლეს ჯილდოს მხოლოდ 50 ღვინოს ანიჭებს და „Best in show” მედალს გადასცემს.

Decanter.com ღვინოს „გლეხური ქისი ქვევრი“ ასე ახასიათებს:

„პირველი ქართული ღვინო, რომელმაც „Best In Show“ შეფასება დაიმსახურა. დამზადებულია ქისის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. გამოირჩევა მუქი ქარვისფერი შეფერილობით. ხასიათდება ვაშლის ჩირის, გამხმარი ვარდებისა და კომშის არომატებით. მისი გემოვნური თვისებებით, სასიამოვნო ტანინებთან და მჟავიანობასთან ერთად, ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა. აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი განსაკუთრებული არომატი  მადისაღმძვრელი უმამი“.

„თელიანი ველს“ საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2019“ „Best in show“, 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:

  • გლეხური ქისი ქვევრი 2017“  პლატინა “Best in show”
  • გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017“  ვერცხლი
  •  „გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017“  ბრინჯაო
  • „თელიანი ველი წინანდალი 2017“  ბრინჯაო
  • თელიანი ველი საფერავი 2018“  ბრინჯაო

„Decanter World Wine Awards“ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა