Touch 2019 – საერთაშორისო ციფრული კონფერენცია
Touch Digital Summit-სა და Tbilisi Startup Bureau-ს პარტნიორობით 30-31 ოქტომბერს, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია “Touch” წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. კონფერენციას Google-ის, Nasa-ს, Nike-ს, Facebook-ს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შეაძლებლობა ექნებათ. ასევე წელს სცენა დაეთმობა ქალებს ტექნოლოგიებში და ქართულ სააგენტოებს. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ფონდები, აქსელერატორები და VC კომპანიები.
Touch – ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მომუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
Touch-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოფები, საგამოფენო სივრცეები, სტარტაპების ექსპო, B2B შეხვედრები და მასტერკლასები. წლევანდელი ღონისძიების ძირითად თემები შეეხება:
პროდუქტის შექმნას, დიზაინის როლს ბიზნესში, მონაცემთა ანალიზს, გუნდთან მუშაობის კულტურას, მომავლის ტექნოლოგიებს და სხვა უამრავ საინტერესო და საჭირო თემას. გასულ წლებში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ის, YouTube-ს და Airbnb-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით.
ბექა ქვარცხავა: დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი რესურსით ადამიანები მომავლის ტექნოლოგიებით დავაინტერესოთ, გავზარდოთ მათში ინტერესი ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით და შევქმნათ ქვეყანაში ჯანმრთელი ეკოსისტემა. საბედნიეროდ დღეს ჩვენ იმის დრო და ფუფუნება გვაქვს, რომ ყველა ომი გადავდოთ და დრო ჩვენი თავის განათლებას და განვითარებას დავუთმოთ. Touch არის ადგილი სადაც შეგიძლია შეეხო შენს გონებას და იმოგზაურო მომავალში.
გური ქოიავა: Touch-ის ფარგლებში უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. Tbilisi Startup Bureau-ს მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება. მიგვაჩნია, რომ Touch-ი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, შესაბამისად, ჩვენ მთელი მუხტით ჩავერთვებით მის ორგანიზებაში. გამოცდილების, ძალების ერთობლიობა სასარგებლო იქნება საერთო მიზნების მისაღწევად.
წლევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები შემდეგი კომპანიებიდან არიან:
- Nike
- Airbnb
- Nasa
- Georgian National Tourism Administration
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Touch.ge-ს