გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
წინანდლის ფესტივალი

წინანდლის კლასიკური მუსიკალური ფესტივალი იწყება

უკვე მეხუთედ წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება. ჯადოსნური მუსიკის დღეებს 31 აგვისტოს ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით  იეფიმ ბრონფმანი პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად გახსნის. 11 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ისეთ შემსრულებლებს, როგორიცაა დევიდ გარეტი, გიორგი გიგაშვილი,  ცოტნე ზედგინიძე, ნობუიუკი ცუჯი, ალექსანდრე მალოფეევი, ლიზა ბათიაშვილი, ულიენ კანტანი, მაო ფუჯიტა და სხვები.

კლასიკური მუსიკა და ფესტივალის ადგილი უნიკალური თანხვედრაა იმისთვის, რომ სექტემბრის საღამოები გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახდეს.  ალექსანდრე ჭავჭავაძის ამ ისტორიულ მამულში მე-19 საუკუნის თაღოვანი მარნების თავზე 2017 წელს ამფითეატრი აშენდა, რომელიც გამორჩეულია თავისი აკუსტიკით. სწორედ ამ დასამახსოვრებელი არქიტექტურისა და ჟღერადობის თანხვედრა განსაკუთრებულად შთამბეჭდავად აქცევს იქ გამართულ მუსიკალურ საღამოებს.

2019 წელს ფესტივალის დაარსების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობა, რაც მასშტაბების ზრდის მიუხედავად პრიორიტეტად რჩება. ამ წელსაც სწორედ გამორჩეული ახალგაზრდები გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

VISA წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერია. VISA ბარათების მფლობელებისთვის განკუთვნილი 10%-მდე ფასდაკლება ვრცელდება ფესტივალის ბილეთებსა და პაკეტურ შეთავაზებებზე. შეთავაზება ძალაშია 2023 წლის 10 სექტემბრამდე და მოქმედებს მხოლოდ TKT.ge-ს ვებგვერდზე შეძენილ ბილეთებზე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა