გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვიანი

სიცოცხლით სავსე ბრენდი | ვიანი

ჯანმრთელობა ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობაა და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა - ასე იწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონსტიტუცია, რომელიც ცხადად გამოხატავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მრავალმხრივობას. ჯანმრთელობის სწორედ ამ ფართო გაგებაზე დგას დღეს თანამედროვე მედიცინა, რომელიც პრევენციაზეა ორიენტირებული და ცდილობს ებრძოლოს არა მხოლოდ შედეგს ანუ  დაავადებას, არამედ თავიდან აირიდოს მისი განვითარების რისკები.

დაავადებების სიმრავლის და სპეციფიკის მიხედვით ადვილი სავარაუდოა თუ რა სახის გარემოში უწევს ადამიანს ცხოვრება ამა თუ იმ ქვეყანაში და  როგორია იქ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა. ეს პროცესი მოიცავს არამხოლოდ ექიმთან რეგულარულ ვიზიტს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, არამედ გულისხმობს სხვადასხვა აქტივობას, რაც ადამიანს გონებრივი, სულიერი თუ ფიზიკური კეთილდღეობისთვის სჭირდება. მაგალითად, ისვენებს თუ არა ისე, როგორც თავად სურს, ჰყავს თუ არა სოციალური წრე, ვისთანაც უყვარს ყოფნა და მისთვის საინტერესო თემებს განიხილავს, ესწრება თუ არა კულტურულ ღონისძიებებს, აქვს თუ არა ჰობი, დაკავებულია თუ არა ფიზიკური აქტივობით და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენად უსმენს საკუთარ სხეულს და გონებას და რამდენად უთმობს დროს საკუთარ თავს, რაც საბოლოო ჯამში ხარისხიან ცხოვრებას განაპირობებს.

ახალმა, სიცოცხლით სავსე ბრენდმა ვიანმა, საკუთარ მისიად სწორედ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება დაისახა თანამშრომლების, მომხმარებლების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბრენდისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადასვლა, ვიანის ვიზუალურ მასალებშიც აისახა, სადაც ძირითადი ტონის გარდა, შემოტანილია მზის ამოსვლის ამსახველი გარდამავალი ფერებიც. მზის ამოსვლა ახალი დღის დასაწყისს და ბრენდის ერთ-ერთ ღირებულებას, ოპტიმიზმს ასახავს.  

ვიანი ადამიანების მრჩეველი და მოტივატორი იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვის გზაზე, დაეხმარება მათ მარტივი ჩვევებით ცხოვრების წესში ცვლილებები შეიტანონ:

ძილი
სრულფასოვან ძილს, ისევე როგორც სწორ კვებას თუ ვარჯიშს, დიდი გავლენა გაქვს ჩვენს ენერგიაზე, განწყობასა თუ ტვინის მუშაობაზე. არასრულფასოვანი ძილი ზრდის გულის დაავადებების ინსულტისა თუ დემენციის რისკს. სასურველია ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ და გავიღვიძოთ. დაძინებამდე საშუალოდ 8 საათის განმავლობაში მოვერიდოთ კოფეინის მიღებას. შუადღის წაძინების დრო კი არაუმეტეს 90 წუთს შეადგენდეს.

მზე - სიცოცხლის ენერგია
თუ დილაობით, გაღვიძებისას, 10 – 30 წუთით მზეს მივეფიცხებით ბედნიერების განცდა მნიშვნელოვნად გაიზრდება დოპამინის რეცეპტორების გააქტიურებით.

ცივი შხაპი
დღის განმავლობაში ენერგიის ზრდისთვის 1-3 წუთამდე ცივი შხაპის მიღებაა რეკომენდებული.

სწორი კვება
განწყობის ამაღლებაში სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თიროზინით მდიდარი საკვები: ნუში, რძის პროდუქტები, ავოკადო, ბანანი, სეზამის მარცვლები დოპამინის ჰორმონის გამოყოფას ააქტიურებს.

ფიზიკური აქტივობა
ფიზიკურ აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა და განწყობის გაუმჯობესებისთვის,  ფიზიკურ აქტივობასთან ერთად კი, შეგვიძლია დამამშვიდებელი საქმითაც დავკავდეთ. მაგალითად, ხატვით, მუსიკის მოსმენით, მედიტაციით, მცენარეების მოვლით, მეგობრებთან ურთიერთობით.

 ამგვარად, მცირე ნაბიჯებით, ყოველდღიურ რუტინაში ცვლილებების შეტანით თავადაც შეგვიძლია ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ვიანი კი ჩვენი ჯანმრთელობის სანდო პარტნიორი იქნება:  

  • ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით
  • მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და პროფესიონალური ზრუნვით
  • კეთილდღეობისთვის საჭირო სერვისების განვითარებით
  • პერსონიფიცირებული მიდგომით

 ვიანის ხედვით, ბრენდი სწორედ ასეთი მიდგომით შეუწყობს ხელს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარეობს მისი სლოგანიც „სავსე ცხოვრებისთვის“. სლოგანი ადამიანებს ჯანმრთელობის ჰოლისტურად აღქმისკენ მოუწოდებს - იზრუნონ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობასა თუ სოციალურ სიჯანსაღეზე.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა