გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წიგნები

ფოტოწიგნი

დედა, მამა, ფედ 4 და მე

არსენ კორძაია, ანა კორძაია-სამადაშვილი

  • მთარგმნელი: ნატალია ბუკია-პიტერსი
  • ყდა: თორნიკე ლორთქიფანიძე
  • გამომცემლობა: ინდიგო
  • გამოცემის წელი: 2025
  • ფასი: 80,00 ლარი
ბავშვი იცინის და სხვებიც იცინიან. და მე თუ მკითხავ, სწორია ასე. ბავშვები სულ უნდა იცინოდნენ, რამდენ ხანსაც ცხოვრება დააცდით. ისიც ეყოფათ, რომ ერთ დღეს აუცილებლად გამოაგდებენ სამოთხიდან, იმ დღეს, როცა მათი ბავშვობა დამთავრდება.

ამ ქართულ-ინგლისურენოვან ფოტოწიგნში ანა კორძაია-სამადაშვილის ოჯახის გზებია აღბეჭდილი. მამის, არსენ კორძაიას მიერ 1960-იანი წლების მიწურულის გადაღებულ ფოტოებზე გადაღებულ პორტრეტებსა თუ ლანდშაფტებში ავტორის დამოკიდებულება, მისი მიმართება ჩანს. მისთვის ყველაზე ძვირფასია ის, რასაც იღებს - ფოტოგრაფსაც უმზერენ ადამიანები, რომლებიც იმავე განცდით პასუხობენ, ამიტომაც მთელი ფოტოკოლექცია ამ გრძნობებითაა გაჟღენთილი. 

ანა უყურებს ფოტოებს და ხვდება, რომ ის, რაც ახსოვს ის ნამდვილია. ფირზე აღიბეჭდება ისიც, თუ როგორ აკვირდება ბავშვი იმას, რასაც უყურებს. ამიტომ წიგნის გადაფურცვლისას უცნაურ განლაგებაში ვართ: ანა ზურგითაა ჩვენკენ, რადგან უყურებს თავის ბავშვობას, ჩვენ ვუყურებთ ანას და ანას გავლით იმას, რაც მან ბავშვობაში დატოვა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა