ლიუს ოჯახის კოლექცია
ანა კორძაია - სამადაშვილი, სალომე ცისკარიშვილი, მალი ლიუ-ყანდარელი გუანვენ
- მთარგმნელი:
- ყდა: თორნიკე ლორთქიფანიძე
- გამომცემლობა: გამომცემლობა ინდიგო
- გამოცემის წელი: 2020
- ფასი: 30,00 ლარი
გელით საგნები და მათი ამბები, და ამ საგნებსა და ამბებს მიღმა – უზარმაზარი, ამოუწურავი ჩინეთი, სასტიკი და დიდებული, როგორიც მხოლოდ რვა ათას წლიანი ისტორიის მქონე სამყარო შეიძლება იყოს
ეს არის წიგნი, რომელიც გუანვენ ლიუ-ყანდარელის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან ჩინური ხელოვნების ნიმუშების კოლექციას გაგვაცნობს. ის თანაბრად საინტერესოა პროფესიონალებისა და ჩინურ ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი მკითხველისათვის. ხელოვნებათმცოდნე სალომე ცისკარიშვილი და მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ჩინეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ ცალკეული ნივთების ამბებით მოგვითხრობენ.