ენიკი - ბენიკი
ლადო ფოჩხუა
- მთარგმნელი: რუსუდან დარჩიაშვილი
- ყდა: თორნიკე ლორთქიფანიძე
- გამომცემლობა: ინდიგო
- გამოცემის წელი: 2020
- ფასი: 20,00 ლარი
მომავლის შესახებ არაფერი ვიცოდით. მე მხოლოდ სინამდვილეს ვაფასებდი – ვსუნთქავ, ცოცხალი ვარ, ასე არასოდეს დამიფასებია სიცოცხლე, როგორც მაშინ.
“ენიკი ბენიკი” ლადო ფოჩხუას სადებიუტო ნაწარმოებია. განათლებით მხატვარი და ასევე, ფოტოგრაფი წერს პირად მოგონებებზე დაფუძნებულ მხატვრულ ტექსტს სოხუმიდან გაქცევის შესახებ, აღწერს აფხაზეთის ომის ბოლო დღეს, როცა სამხედრო გემიდან ჩანს აალებული ქალაქი, ავტორი კი დგას გემბანზე და ცდილობს, დაიმახსოვროს თვალწინ გადაშლილი პეიზაჟის ყოველი ნიუანსი, რათა თავისი ქალაქის აღდგენა წლების შემდეგ, მისგან ძალიან შორს მყოფმაც შეძლოს.