ჰალიოტის ირისი
წიგნები
„ჰალიოტის ირისი“ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული პროზაული კრებულია, აქ თავმოყრილი ამბები 2016-2023 წლებში ჩაიწერა.
„თბილისში ერთი ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე მისამართზე.“
კრებული ერთი ოჯახის ისტორიას ჰყვება, ეს ყველასათვის შეძენილი ოჯახია. მისმა წევრებმა ერთმანეთი მოზარდობაში იპოვნეს, როდესაც სხვადასხვა მიზეზით საკუთარი, ბიოლოგიური ოჯახებიდან ძალიან შორს აღმოჩნდნენ.
წიგნს თხრობის ორი არხი აქვს – ტექსტის და გამოსახულების. ტექსტების ავტორია ნინო ლომაძე. სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ნონი გარდავას ეკუთვნის.
ისტორიები გაუცხოების, ერთმანეთისგან დისტანცირების ამბებს ინახავს და ადამიანებს შორის კავშირების დაკარგვის, განცალკევების, გარიყვის, ჩაგვრის, დავიწყების და ერთმანეთის ხელახლა აღმოჩენის მომენტებს აღწერს.