უცნაური დროის დღიური - 2020-2021
წიგნები
უცნაური დროის დღიური“ 365 ჩანაწერს აერთიანებს კოვიდის გავრცელების პირველი, ყველაზე მძაფრი და რთული პერიოდიდან. დროის მსვლელობა და დღეთა ტემპი, თვითჩაღრმავება და შფოთი ადამიანებთან ურთიერთობაში გაჩენილი ახალი საზღვრების გამო, ლიტერატურასა და მხატვრობაში ნაპოვნი სიმშვიდე და ფიქრის საბაბი, საყვარელ ადამიანებთან სიახლოვის ფასი, მომავლის დანახვის მცდელობა, შთაგონების ძიება ძველ და ახალ წიგნებში, მხატვრობასა და მუსიკაში - ლადო ფოჩხუას მინიატურულ ჩანაწერებში გაფანტული ეს თემები რეფლექსიისა და განვლილ წელიწადზე დაფიქრებისთვის უამრავ მიზეზს გაუჩენს მკითხველს.
თითქოს ამ წიგნის დასრულებისას პანდემიაც სრულდება და მისგან იმედთან ერთად მხოლოდ მშვიდი და ღირებული გაკვეთილები რჩება და, ასევე - სამყაროსა და საკუთარ თავზე დაკვირვებისთვის საჭირო მახვილი თვალი.