2020 წლის მთავარი მოვლენები
30.12.2020- იანვარი | ჯანდაცვის სამინისტრომ 40-მდე სოციალური მუშაკი გაათავისუფლა. სოციალური მუშაკები გათავისუფლების მიზეზად საპროტესტო აქციებს ასახელებენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
- თებერვალი | საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
- მარტი | ეპიდვითარების გამო საქართველომ საზღვრები ჩაკეტა.
- აპრილი | თბილისის მერიის წინ ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა. ის და თემის სხვა წევრები პანდემიის დროს შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
- მაისი | ქვეყანაში დაიკეტა ყველაფერი გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების და ეკლესიებისა.
- ივნისი | 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია.
- ივლისი | "ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, საქმე დაიხურა". - პროკურატურა. მშობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.
"არა ონის კასკადს". ონში მოქალაქეებმა ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს. წნელისის საგუშაგოს აშენების შემდეგ, გზა ჩაიკეტა და ახალგორიდან თბილისში მძიმე ავადმყოფებს აღარ უშვებენ. - სექტემბერი | დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
- ოქტომბერი | ზუგდიდში შეიარაღებული თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი აიყვანა მძევლად. ბადრი ესებუა დღემდე არ დაუკავებიათ.
საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. - ნოემბერი | ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ელჩებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო თბილისში ჩამოვიდა.
საქართველომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსი დაკარგა.
ქალთა საფეხბურთო გუნდი " ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი მოქალაქე აზარტული თამაშების აკრძალვას, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრას და წამლების ფასის შემცირებას ითხოვდა.
ნამოხვანის ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივებმა მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. თვეზე მეტია ადგილობრივები ტერიტორიას არ ტოვებენ. - დეკემბერი | თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაგებობები იმ ოჯახებს ეკუთვნოდათ, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ.
ვიდეოში გამოყენებულია ფორმულას, ტვ პირველის, მთავარის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მთის ამბების კადრები