გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
7 სიტყვა
თეგები: #ინდიგო N9

7 სიტყვა, რომელიც უნდა შეიძულო

სიტყვა: ქალბატონი
გამოყენების მაგალითი: „ბრალდებული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა“.

რას აშავებს?: თუ სადაც საჭიროა, იქ ვიტყვით, მაშინ არაფერსაც არ აშავებს. პირიქით – „ქალბატონოს“ გარეშე ყველანი უზრდელები ვიქნებოდით. პრობლემა ისაა, რომ, როგორც ჩანს, რაღაც დროს გადავწყვიტეთ, რომ „ქალი“ ცუდი სიტყვაა და ვიღებთ ხოლმე აბსურდულ ვითარებას, როდესაც „8 მარტს ძირითადად ქალბატონები იბადებიან“ (არადა, თუ ადამიანი ყოველდღე იფსამს, სავარაუდოდ, შეგვიძლია ქალბატონობით არ მოვიხსენიოთ). „ქალბატონს“ ერთი პლუსი აქვს – უარესი სიტყვებიც არსებობს: „მანდილოსანი“ და „მდედრი“.

სიტყვა: საკმაოდ
გამოყენების მაგალითი: „ნესტან-დარეჯანი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო“.

რას აშავებს?: რას და ამ სიტყვას მისი საპირისპირო მნიშვნელობით იყენებენ. საღამოს თუ ახალ ამბებს ჩართავ, ალბათ აჩვენებენ რამე კონფერენციას, რომლის მონაწილეც აუცილებლად აღნიშნავს, „ეს საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყოო“. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა“, წესით, უნდა

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა