არტისტერიუმი, როგორც გზავნილი
არტისტერიუმზე საუბრის მიმართულება იცვლება, – ახლა ის უკვე ისტორიაა. „არტისტერიუმი ისეთი, როგორიც არის“ – 2018 წლის გამოცემის სათაური ეს იყო და ასე დასრულდა არტისტერიუმის ათწლიანი ციკლი. როგორც კურატორი მაგდა გურული ამბობს, ეს მოვლენა კვლავ დარჩება ქართულ არტსივრცეში, მაგრამ შეიცვლის ფორმატს. ბუნებრივია, ეს ფაქტი უკვე პირობაა ანალიტიკური სამუშაოსთვის; იმის გასააზრებლად, თუ როგორ ვითარდებოდა არტისტერიუმი, როგორც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა და რამდენად შეცვალა მან ქართველი დამთვალიერებელი, ან ქართველი ხელოვანი, ანდა, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების განვითარების პროცესი.
ინტერვიუ არტისტერიუმის კურატორთან, მაგდა გურულთან.
ხ.ხ. არტისტერიუმის „დასასრულის“ ოფიციალური განმარტება გასაგებად არის გადმოცემული წლევანდელი კატალოგის შესავალში, არის კიდევ მიზეზები, რომლებიც არ განხილულა?
მ.გ.