ბედნიერი თხები
06.10.2020რა სჭირდებათ თხებს ბედნიერებისთვის? სუფთა წყალი და საკვები, კარგი ჰაერი და გაშლილი მინდორ-ველი. ასეთ თხებზე, ამბობენ, რომ საუკეთესო ხარისხის ყველს აძლევენ ადამიანს. ამის გადამოწმება “გვესოს ფერმაში” შეგვიძლია მათი ყველის გემოებზე დაკვირვებით.