აფხაზეთის ომი, პური და პროტესტი
27.11.2026აფხაზეთის ომის პარალელურად, 1993 წლის ზაფხულში გაზეთი „რეზონანსი“ წერდა, რომ დასავლეთ საქართველოში პურის ბუნტი დაიწყო.
ხობის პროტესტამდე 4 დღით ადრე, 1993 წლის 22 ივნისს სენაკელებმა რკინიგზისკენ მისასვლელი გზები გადაკეტეს.
სენაკში აუცილებელი 24 ტონის ნაცვლად, მხოლოდ 8 ტონა პური ცხვებოდა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს პურს ფოთიდან შეზღუდულად აწვდიდნენ. და როცა ქალაქის არსებობისთვის აუცილებელი პურის რაოდენობა ლამის 3-ჯერ შემცირდა, ქალაქი აბუნტდა.
ამ და სხვა დამოუკიდებელ საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებზე გაიგე მეტი: GEOPROTEST.ORG