ბროდსკი/ბარიშნიკოვი – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
რიგის ახალი თეატრი/BARYSHNIKOV PRODUCTIONS
ბროდსკი/ბარიშნიკოვი
იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვით
დრამა/ერთი მსახიობის წარმოდგენა
14, 15, 16 სექტემბერი, მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა
რეჟისორი – ალვის ჰერმანისი
სცენოგრაფია – კრისტინე იურიანე
მუსიკა – ჯიმ უილსონის “God’s Chorus of Crickets”/კალიების ღვთაებრივი ქორო, კარლის ტონე
დიზაინერი – კრისტინე იურიანე
განათების დიზაინი – გლებ ფილშტინსკი
ხმის ოპერატორი – ოლეგ ნოვიკოვსი
განათება – ლაურის იოჰანსონსი
ვიდეო – ინეტა სიპუნოვა
ფოტოგრაფი იონის დეინატსი ფაილში (ან ლეონიდ ლიუბიანიცკი/Leonid Lubianitsky ხელშეკრულებაში)
მსახიობი – მიხაილ ბარიშნიკოვი
ხანგრძლივობა: 90 წუთი, უანტრაქტოდ
ბროდსკი/ბარიშნიკოვი ერთი ადამიანის წარმოდგენაა და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული, შემსრულებელი – მიხაილ ბარიშნიკოვი. დადგმის იდეა და რეჟისურა ცნობილ ლატვიელ რეჟისორს ალვის ჰერმანისს (,,რიგის ახალი თეატრი“) ეკუთვნის. ბროდსკი/ბარიშნიკოვი (BRODSKY/BARYSHNIKOV) ემოციური მოგზაურობა/ჩაღრმავებაა პოეტის რთულ ინტუიტიურ კომპოზიციებში. სპექტაკლი სრულდება რუსულ – ბროდსკის მშობლიურ ენაზე, ბარიშნიკოვი მისი დიდი ხნის მეგობრის ნატიფ, ბასრ და ამაღელვებელ ნაწერებს კითხულობს.
მის უდახვეწილეს პლასტიკას მაყურებელი ბროდსკის შინაგან სამყაროში გადაჰყავს, ისე, როგორც იგი, ეს სამყარო, ჰერმანისმა დანახა, მოწიწებითა და აღფრთოვანებით.
თეატრის შესახებ:
რიგის ახალი თეატრისახელმწიფო სარეპერტუარო თეატრია, იგი 1992 წელს დაარსდა და 1997 წლიდან ახლანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი, ალვის ჰერმანისი უდგას სათავეში. რიგის ახალი თეატრის სახელოვნებო პრინციპები უმაღლეს პროფესიონალიზმს, ეთიკურ და ესთეტიკურ ხარისხს ეფუძნება, რასაც დასი გონივრულად შერჩეული, მაყურებლისათვის მიმზიდველი რეპერტუარით ახერხებს – დასი საკუთარ აუდიტორიად თანამედროვე, განათლებულ და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს მიიჩნევს. რიგის ახალი თეატრი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფესტივალებში მონაწილეობს და ამ დროისთვის საკუთარი ნამუშევრები 40 ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში აქვს ნაჩვენები, როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინტებზე.
BARYSHNIKOV PRODUCTIONS დამოუკიდებელი მიუიორკული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, ყველაზე გამორჩეული რეჟისორების, ქორეოგრაფებისა და არტისტების ხმა მსოფლიოს ყველაზე ანგარიშგასაწევ, აღიარებულ სცენებამდე მიიტანოს. ასე, მაგალითად, მას პროდიუსირება აქვს გაწეული (თანამდევი ტურნეებით) პროექტებისათვის ,,უაით ოუქ დენს პროჯექთ’’/ White Oak Dance Project (1990-2002), , აკრძალული შობა, ანუ ექიმი და პაციენტი ( 2004-06), Beckett Shorts (2007), ,,პარიზში“ (2010-12), ადამიანი ჩემოდანში (2012-14), ,,მოხუცი ქალი“ (2013-15) და ,,წერილი მამაკაცს“ (2015-17).
რიგის ახალი თეატრისა და Baryshnikov Productions/,,ბარიშნიკოვ პროგაქშენზის“ თანამშრომლობით.
პროექტის მენეჯერია Baryshnikov Productions, ჰონგ ჰონგი.