გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცა თბილისის თავზე | ახალი წელი 2021

ოთხი წუთი რჩება. ოთხი წუთი და, კიდევ რაღაც ახალი დაიწყება. ამას გვახსენებენ ისინი, ვინც დეკემბრის ბოლო ღამეს ცაში გამეტებით, ჯიუტად, გაბმულად ისვრიან? რა სათქმელი იშლება ცაზე ათას ფერად, ელვარე განათებად, წამიერ აფეთქებად?

და ჩვენ რა გვესმის?

მედიტაცია სიჩუმეს მოაქვს. მაგრამ არა მხოლოდ. ეს ახალი წლის მედიტაციაა ხმაურში. გიწვევთ აქ, ამ განზომილებაში. ფერადოვან ხმაურში ნათქვამი ნატვრები იქნებ მართლა უფრო მაგიურ ძალას ფლობენ? ვინ იცის. მაგრამ იქნებ. ჰოდა, მოდით, უსმინეთ, უყურეთ და ჩაუთქვით.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა