გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ცირკი „ელუაზი“ – ცირკოპოლისი

რეჟისორები: დეივ სენ-პიერი და ჟანო პენშო

კომპოზიტორი: სტეფან ბუშე

დიზაინერები: რობერტ მასიკოტი და ლიზ ვანდალი 

ქორეოგრაფი: დეივ სენ-პიერი 

ხანგრძლივობა: 85 წუთი, უანტრაქტოდ

მონაწილეობენ: არატა ურავა, მარილუ ფერშელდენი, ანა ლევანდოვსკა, დომინიკ ბუშარი, სეპე ვან ლუვერენი, იან ლებლანკი, კლოდი დაბკევიჩი, მიკა ელინგერი, მეთიუ ჯეიმზ ბრაუნი, მარინა მენდოზა, აიზეკ ზოლტერი. 

17, 18 სექტემბერი, გრიბოედოვის თეატრი

წარმოდგენის შესახებ:

წარმოდგენაში „ცირკოპოლისი“/Cirkopolis,  ცირკი ელუაზი, იგივე „სერკ ელუაზი“ დიდი ოსტატობით უყრის თავს საცირკო ხელოვნების, თეატრისა და ცეკვის ელემენტებს, ხოლო ამ ნაზავს დახვეწილად სტილიზებულ სასცენო დეკორაციებში წარმოადგენს, რომლებმაც დიდი ქალაქის რიტმი და ყოველდღიურობა უნდა განასხიეროს. ამ ატმოსფეროში თორმეტი აკრობატი და მულტიდისციპლინარული არტისტი ამბოხებას აწყობს ყოფიერების ერთგვაროვნების წინააღმდეგ, თავს ხელახლა პოულობს და ეჭვქვეშ აყენებს მექანიკურ სისტემად ქცეული ქალაქის კონცეფციას, ამას კი მსახიობები ისე აკეთებენ, როგორც მხოლოდ ამ თეატრალურ დასს ხელეწიფება.

„ცირკოპოლისი“ ერთგვარი გზათშესაყარი, გადაკვეთის სივრცეა წარმოსახვასა და სინამდვილეს, ინდივიდუალურსა და კომუნალურს, ზღვრებსა და შესაძლებლობებს შორის. „ცირკოპოლისის“ ატმოსფეროში შესვლა გათავისუფლებას, იმედის ფრთებით ქროლვას ნიშნავს“, აღნიშნავს „სერკ ელუაზის“ მხატვრული ხელმძღვანელი და სპექტაკლის თანარეჟისორი ჟანო პენშო.

თეატრის შესახებ:

„სერკ ელუაზი“ – იმ მოძრაობის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თეატრალური ხელოვნების „ხელახლა გამოგონებას“ ემსახურება, უკვე 25 წელია, მრავალი თეატრალური ჯილდოს მქონე გასართობ წარმოდგენებს დგამს და მსოფლიოს თანამედროვე ცირკებს შორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება. 

„სერკ ელუაზს“ არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოხიბლული ჰყავს ნიუ-იორკის  ბროდვეი თუ ლონდონის უესტ-ენდი. მისი პროდუქცია ფართო დიაპაზონისაა და ყველანაირ მაყურებელს სწვდება, მაგალითად, მისი რეპერტუარი ორმოცდაათამდე ქვეყნის კულტურით საზრდოობს.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში „სერკ ელუაზის“ თერთმეტი წარმოდგენა 5 500-ჯერ იქნა ნაჩვენები მსოფლიოს 550 ქალაქში და ისინი 3,5 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა. 

www.cirque-eloize.com/en/spectacle/cirkopolis/

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა