დათო ჯიშკარიანის სათქმელები | ეპიზოდი 03
06.04.20251899 წელს აფრიკაში ლომებზე სანადიროდ წასული ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონის, იგივე ნიკო ბურის მოგზაურობას ემთხვევა ბრიტანეთისა და ბურების რესპუბლიკის ომი. ნიკო ერთვება ამ ომში და იჭერს ბურების მხარეს, ომის დასრულების მერე კი ტყვედ ვარდება და ასახლებენ წმინდა ელენეს კუნძულზე. სწორედ ამ გადასახლების დროს წერს იგი მოგონებებს წიგნად, რომელშიც აღწერს საკუთარ ჰეროიკულ თუ ადამიანურ თავგადასავლებს.
სწორედ ეს მრავალფეროვანი თავგადასავლებია ისტორიკოს დათო ჯიშკარიანის პოდკასტის ახალი ეპიზოდის მთავარი თემა.
დათო ჯიშკარიანის სათქმელები - პოდკასტი ამბებზე, წიგნებსა და წარსულში მომხდარ მოვლენებზე
ეპიზოდი 03 - ნიკო ბურის თავგადასავალი