დათო ჯიშკარიანის სათქმელები | ეპიზოდი 13
06.07.2025გლეხური წარმომავლობის ჩეკისტის, ვარლამ ბესარიონის ძე ოდიშარიას ამბავი - განათლებული, ფართო ინტერესების მქონე, კარგი საბჭოთა მოქალაქე და დისციპლინირებული ჩეკისტი, რომელიც შიდა კლანური დაპირისპირებების ფონზე 1937 წელს დააკავეს და 1942 წელს გაათავისუფლეს. ვარლამის ამბავი ნათელი მაგალითია იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში კარგი კარიერის გაკეთებისთვის შესაბამისი ბიოგრაფია და პარტიის ერთგულება საკმარისი არაა და სწორედ ამ ამბავზე ვსაუბრობთ პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
დათო ჯიშკარიანის სათქმელები - პოდკასტი ამბებზე, წიგნებსა და წარსულში მომხდარ მოვლენებზე
ეპიზოდი 13 - ჩეკისტი ალექსანდრე ხაზანი