გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დათო ჯიშკარიანის სათქმელები | ეპიზოდი 11

1955 წელს ბათუმში უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 15-17 წლის მოსწავლეების ჯგუფი (გია სოსელია, იური გიგინეიშვილი, ძმები ახვლედიანები) რომელთაც ქალაქში რამდენიმე ადგილას გააკრეს ქართულ ენაზე ხელნაწერი პროკლამაციები:

„ქართველო ხალხო. გამოფხიზლდით, გონს მოდით, შეხედეთ თქვენს მდგომარეობას. ერთი წუთით მოიშორეთ ის შხამიანი ფიქრები, რომლებიც თქვენს გონებას თავისუფალ გასაქანს არ აძლევს. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რა მოგველის ? - რა მოელის ჩვენს სამშობლოს? საქართველოს ასეთ ვითარებაში გარუსება მოელის, ამას ყოველი თქვენგანი დაინახავს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნუ მივცემთ გარეშეს ნებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ადათ-წესები და მშობლიური ენა.“

- ბათუმი, ივლისი, 1955 წ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდების ჯგუფს არ ჰქონდათ ორგანიზებული სტრუქტურა, თუმცა გააჩნდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ნაციონალური იდენტობა და სენტიმენტები. მსგავსი შინაარსისა და სულისკვეთების მოძრაობა "გორგასლიანელებამდე" (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი და სხვ.), რომლებმაც სკოლის ასაკიდან დაიწყეს პროკლამაციების გაკვრა დედაქალაქში, ქრონოლოგიურად ქალაქ ბათუმიდან იწყება და სწორედ ამ მივიწყებულ ამბავზე ვსაუბრობთ პოდკასტის ახალ ეპიზდოში.

დათო ჯიშკარიანის სათქმელები - პოდკასტი ამბებზე, წიგნებსა და წარსულში მომხდარ მოვლენებზე

ეპიზოდი 11 - ბათუმელი მოსწავლეების პროკლამაციები

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა