დათო ჯიშკარიანის სათქმელები | ეპიზოდი 04
15.04.2025ომინდე (იოანე) ივანის ძე კორძაიამ (1912-1986) თავის მემუარებში მე-20 საუკუნის სვანეთი - სვანური წეს-ჩვეულებები და ყოფა-ცხოვრება აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ ომინდეს მხოლოდ ერთი კლასის განათლება ჰქონდა და მისი მემუარები მკვლევრებისა და ეთნოგრაფების შრომისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა თხრობის მანერა, დაკვირვების უნარი და მწერლური ნიჭი განსაკუთრებით საინტერესო ამბებს იძლევა ისტორიისთვის - სწორედ ამ ამბებს გვიყვება დათო ჯიშკარიანი პოდკასტის ახალ ეპიზოდში. „სვანური ამბები: 1920-1960-იანი წლები“ წიგნად 2016 წელს ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა.
დათო ჯიშკარიანის სათქმელები - პოდკასტი ამბებზე, წიგნებსა და წარსულში მომხდარ მოვლენებზე
ეპიზოდი 03 - ომინდე კორძაიას სვანური ამბები