2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ფინალისტები ცნობილია
2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის გამოსავლენად შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები გამოავლინა. საკონკურსოდ შემოსული 9 ავტორიდან მოკლე სიაში მოხვდნენ:
- ბექა ადამაშვილი – „ამ რომანშიყ ველა კვდება“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- ლუკა ბაქანიძე – „სად ხარ ლაზარე“, გამომცემლობა პალიტრა L
- ივა ფეზუაშვილი – „ფსკერის სახარება“, გამომცემლობა „ინტელექტი“
კონკურსი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის გამოცხადდა 2019 წლის 13 თებერვალს. იგი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა.
მწერლებისთვის,რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors).
2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულ იქნა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველოს, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საქართველოში შერჩეულ იქნა 5 კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი, მედეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, პაატა შამუგია, პოეტი და მთარგმნელი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, დათო ბარბაქაძე, მწერალი და მთარგმნელი.
წიგნისა და ავტორის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელი იყო გამომცემლობის მიერ. თითოეულ გამომცემელს შეეძლო არაუმეტეს 5 მხატვრული (არა საბავშვო ან დოკუმენტური) წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე ჰქონდათ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.
22 მაისს გამოვლინდება გამარჯვებული. 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კი ბრიუსელში ჩატარდება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
გამარჯვებული გამოვლინდება თოთხმეტივე ქვეყანაში და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე :