გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ფრანკენშტეინი: ლი მილერი

ფრანკენშტეინი: ლი მილერი

ოსკაროსანი დენი ბოილის სპექტაკლი „ფრანკენშტეინი“ ისევ ბრუნდება კინოთეტრებში. Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ ამჯერად დადგმის გასნხვავებულ ვერსიას წარმოგიდგენთ, სადაც როლები გაცვლილია და ფრანკენშტეინს Trainspotting-ის ვარსკვლავი, ჯონი ლი მილერი თამაშობს, მის ქმნილებას კი ბენედიქტ ქამბერბეჩი.

„ფრანკენშტეინის“ პრემიერა ლონდონის სამეფო ნაციონალურ თეატრში 2011 წელს გაიმართა. კინოვარსკვლავების მიერ შესრულებული როლების, რეჟისორის პოპულარობისა და თავად სპექტაკლის ხარისხის გამო მის მიმართ ინტერესი წლებია არ განელებულა. მაყურებლისთვის დამაინტრიგებელი იყო ასევე როლების ცვლილების ამბავი და მსახიობების გარდასახვა სხვადასხვა პერსონაჟებად. 

წელს მერი შელის საკულტო რომანის 200 წლის იუბილეა, რის გამოც სპექტაკლმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და კინოთეატრებიც ხელახლა დაინტერესდნენ ჩვენებების მოწყობით. 

„ფრანკენშტეინი“ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინტერპრეტირებული ლიტერატურული ნაწარმოებია, როგორც კინოში, ისე თეატრსა და პოპ-კულტურაში. კეთილისა და ბოროტის ბუნების კვლევა და მეცნიერული ექსპერიმენტები ყოველთვის იწვევდა ინტერესს საზოგადოებაში. სიუჟეტის მთავარი გმირი ახალგაზრდა ექიმი, ვიქტორ ფრანკენშტეინია, რომლის დედაც მშობიარობას გადაჰყვა. ეს ამბავი მისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა, რომ გარდაცვლილის გაცოცხლების იდეით გამხდარიყო შეპყრობილი.

სპექტაკლის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ სამშაბათს, 11 დეკემბერს გაიმართება. 
დასაწყისი: 19:30

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა