გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გაზიარება-არ გაზიარების შესახებ

14 წლის ვარ და ბევრი ინტერესი მაქვს. თუ რამე ვიცი, იუთუბმა, ფილმებმა და ანიმაციებმა მასწავლა. დედაჩემს სულ იმას ვუმტკიცებ, ესაა თანამედროვე სკოლა-მეთქი, მაგრამ არ ჯერა და მაიძულებს სკოლაში მაინც ვიარო, მიუხედავად იმისა, მაინტერესებს თუ არა ერთი საგანიც კი, (იმ ფორმით მოწოდებული) როგორც სკოლაში მასწავლიან.

ინგლისურიც ასე ვისწავლე, გეიმერების ტუტორიალებს ვუყურებდი იმ ლიმიტირებულ "დღეში ერთ საათში" რასაც მოწყალებასავით იმეტებენ ხოლმე მშობლები. 

ძირითადად საჯაროობა არ მომწონს, თუმცა სადღაც წავიკითხე, რომ თუ რამის შექმნა გინდა, აუცილებლად უნდა აზიარებდე შენს იდეებსო. მე კიდევ ანიმაციის შექმნა მინდა, უკვე დიდი ხანია.

არ ვიცი რა გამომივა, არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ ბევრი და ღირებული რამე მაქვს გასაზიარებელი, თუმცა, მგონი, ცდა ღირს.

რამდენიმე ფოტოს ავტვირთავ ჩემი ბლოკნოტის ჩანახატებიდან. ესენი ალბათ ჩემი მომავალი ანიმაციის გმირები იქნებიან, ან მათი ძალიან ადრეული წინაპრები. თითოეულს თავისი პროფესია, ხასიათი და თვისებები უკვე აქვთ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩემს თავში. (:


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა