ვინც შთაგვაგონებს N1 | თორნიკე ღუტიშვილი გია დვალის შესახებ
პროექტს ოცდაათი გმირი ჰყავს. 15 ნოვატორი, ცნობისმოყვარე ადამიანი გვიამბობს მათზე, ვინც ცვლილებებისთვის, მოქმედებისთვის მამოძრავებელი იდეა, ძალა და შთაგონება მისცეს.
თორნიკე ღუტიშვილი
22 წლის.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.
სკოლაში სწავლის დროს, საქართველოს ფიზიკის ნაკრების წევრი გახდა და საერთაშორისო ოლიმპიადაზე საპატიო სიგელი მოიპოვა.
2015 წლის ოქტომბერს კი, საერთაშორისო ფიზიკის სამაგისტრო გამოცდაზე მაქსიმალური, 990 ქულა მოიპოვა და მსოფლიოს ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტების ხუთ პროცენტში შევიდა.
დიდი იდეა: ბორბალი. შუმერებმა გენიალური რამ შეძლეს, ბრუნვითი მოძრაობით შექმნეს გადატანითი მოძრაობა.
გია დვალს პირველად ჩემი ლექტორების დახმარებით შევხვდი, მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. თუმცა მის შესახებ სკოლიდანაც ბევრი ვიცოდი, მასწავლებლები ხშირად ლაპარაკობდნენ მის მიღწევებზე, დიდი ადრონული კოლაიდერის ამ