ინდიგო აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე
“ინდიგო” გამომცემლობაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა ფორმატის მედია პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ჟურნალი და ონლაინ გამოცემაა indigo.com.ge. ჟურნალი ორ თვეში ერთხელ გამოდის და ერთი თემის გარშემო იკვრება, ამიტომ ის უფრო ჰგავს წიგნს, რომელიც აგროვებს ტექსტურ და ვიზუალურ ამბებს, ამთლიანებს სხვადასხვა პერსპექტივას, წარმოადგენს ღრმა, ორიგინალურ, განსხვავებულ ხედვებს და თხრობის თანამედროვე, დახვეწილ, სხარტ და ხარისხიან სტილს ამკვიდრებს.
ინდიგო ბეჭდური და ვებ შინაარსი ერთი მთლიანობაა, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ქმნიან ამბებს, აკვირდებიან და აღწერენ მოვლენებს და გვაცნობენ ადამიანებს.
ინდიგოს სხვა მიმდინარე პროექტები, გახლავთ: ყოველკვარტალური ინგლისურენოვანი ტურისტული ჟურნალი adventurer, რომელიც უსასყიდლოდ ვრცელდება და თანაბრადაა გათვლილი ექსპატებსა და ტურისტებზე; და ჟურნალ ინდიგოს ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა და ქართული გამოცემებიდან შეკრებილი ტექსტების კომპილაციაა, დამატებითი, ორიგინალი შინაარსით.
ინდიგო, ასევე, ამზადებს კორპორატიულ ჟურნალებს და ახორციელებს სხვა პროექტებს. სწორედ ამ და სხვა დაგეგმილი პროდუქტების შესახებ პარტნიორებთან კომუნიკაცია მოუწევს შერჩეულ კანდიდატს.
მოვალეობები:
-
პარტნიორებთან ურთიერთობა, შეხვედრებისა და მოლაპარაკების დაგეგმვა, მართვა;
-
ახალი პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება, ახალი კოლაბორაციების ძიება;
-
გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
-
კვარტალური ანალიზების მომზადება.
მოთხოვნები:
-
გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
-
სასურველია, თუმცა, სავალდებულო არ არის მედია პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ხელფასი: პირველი ეტაპი: % გაყიდვებიდან.
მეორე ეტაპი: ხელფასს + % გაყიდვებიდან
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება
დაინტერესებულ პირებმა ელ ფოსტაზე info.indigopublishing@gmail.com 19 ივნისის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ თქვენი CV, სადაც მიუთითებთ რა ტიპის პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება გაქვთ და რომელ კომპანიებთან გითანამშრომლიათ. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ - ექაუნთ მენეჯერი