სამთვიანი სტაჟირება ინდიგოში | გაზაფხული 2026
ინდიგო იწვევს სტუდენტებს სამთვიან პროგრამაში მონაწილეობისთვის
ინდიგო იწვევს და საკუთარ სივრცეს სთავაზობს სტუდენტებს, რომლებსაც ვიზუალურ თუ ტექსტურ მასალებზე მუშაობის მცირე გამოცდილება აქვთ და სურთ გაიუმჯობესონ ამბის თხრობის ტექნიკები.
პირველ ეტაპზე აპლიკაციის საფუძველზე, შემდეგ კი გასაუბრებით შეირჩევა 10-15 მონაწილე, რომელიც ინდიგოს გუნდთან ერთად იმუშავებს იდეებზე, ამბების მოგროვებაზე, თხრობის ფორმების შერჩევასა და აუდიტორიამდე სათქმელის საუკეთესო ფორმით მიტანაზე.
ინდიგოს პლატფორმაზე თავს იყრიან მრავალფეროვანი ინტერესებისა და გამოცდილების ადამიანები, ამიტომაც ამ პროგრამაში მონაწილეობა რომელიმე კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის შეზღუდული არ არის და ველოდებით ყველას, ვისაც ამბების კვლევა, მოძიება, ისტორიების თხობა და ვიზუალური მასალების შექმნა აინტერესებს.
პროგრამა არ არის დისტანციური, კვირის განმავლობაში ორჯერ იკრიბება გუნდი, განიხილავს უკვე მომზადებულ მასალებს და გეგმავს მომდევნო სამუშაოს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2026 წლის 22 თებერვლის 18:00 საათამდე. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. მუშაობის დაწყება კი 2026 წლის 1 მარტიდან დაიწყება.
პროგრამაში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი.
ინდიგოს ამ პროგრამაში უკვე არაერთი დამწყები ავტორი მონაწილეობდა. ბევრ მათგანთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და ინდიგოს შინაარსი მათი თანამონაწილეობით იქმნება. ამავე პროგრამის ფარგლებში მომზადებულმა მასალებმა კი რამდენიმე პრიზი დაიმსახურა.