ინტერვიუ ილუსტრაციებით | რუსკა ბადრიაშვილი
21.09.2022„ზოგიერთი ნამუშევარი ჩემი სათქმელია, ზოგი - დასმული შეკითხვა საკუთარი თავთან, სამყაროსთან, სხვა მოხეტიალესთან, ალბათ, უფრო ძიებაა და აქა-იქ პასუხიც“.
ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქიატრიის მაგისტრი - ფსიქიკის შესწავლა მისი საქმეცაა და ჰობიც. შემოქმედებით ის ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი სფეროების კვლევას და შეცნობას ცდილობს, არქეტიპული ფიგურები სუბპერსონალიებსა და ფსიქიკის რუკას გამოხატავს. მასალა, რომელსაც ხშირად იყენებს (სარკე, შუშა) გარეგანი თუ შინაგანი სამყაროს არეკვლას და მასზე რეფლექსიას ემსახურება.
ვიდეოს ავტორი: ანანო ტაბაღუა
მონტაჟი: ქრისტინე გოგალაძე