ჯონ აპდაიკი
19.03.2021აპდაიკი ამერიკელი მწერალი, პოეტი და კრიტიკოსია. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი ნოველა და ათზე მეტი მოთხრობის კრებული. აპდაიკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „კურდღლის სერია“ (Rabbit Redux; Rabbit Is Rich; Rabbit At Rest; და ნოველა Rabbit Remembered).
ის იმ მწერლებს შორის არის, რომელსაც პულიცერის პრემია ორჯერ აქვს მიღებული. მისი ნაწარმოებების მთავარი თემები ხშირად სექსი, რწმენა, სიკვდილი და მათი უკუკავშირია.
„ჩვენ ყველაზე ცოცხლები ვართ მაშინ, როდესაც შეყვარებულები ვართ“. - ჯონ აპდაიკი
პაატა შამუგია:
დღეისათვის სტილი – არის სიტყვა, რომელსაც გარდაუვლად იყენებენ ჯონ აპდაიკის შემოქმედებაზე საუბრისას. „მუტლები“ 1974 წელს შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, თუმცა ახალგაზრდებში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა მისი ხელნაწერები.
რა თქმა უნდა, „ცუდი სიტყვების“ წინააღმდეგ მებრძოლი მორალის გუშაგები ამერიკაშიც იყვნენ და ავტორმა თავს მათი რისხვაც დაიტეხა, მაგრამ ასეთ ბრძოლაში ცენზორები ყოველთვის მარცხდებიან. აპდაიკის „მუტლები“ დახვეწილი ელეგიაა, რომელიც სექსუალობის შესახებ არსებულ კონსენსუსის მითს არღვევს, გენიტალიების ენაში გამოყენების პრაქტიკას კი რევერსულად გამოაჩენს, ცდილობს რა, სხეულებრივი საზღვრები წარმოგვიდგინოს არა როგორც კლასიკური ინვექტივა, არამედ როგორც კულტურული მესიჯი.
მედეა იმერლიშვილი:
„ბრაზილია“ სიყვარულის წიგნია, მსხვერპლის, თვითშეწირვის, ორი ადამიანის ერთმანეთში შესვლა-გარდასახვის, წყლის მიქცევ-მოქცევის, გაღების და დაბრუნების, სიყვარულის ძალის დადასტურების, ადამიანური საზღვრების მოშლის, ჭეშმარიტი არსის პოვნის, უსასრულო დღის და უკიდეგანო ღამის, სხეულის ზეიმის და „სიკვდილის წმინდა სისუფთავის“.
„მწერალს შემოაქვს სამყაროში ისეთი რამ, რაც აქამდე არ არსებობდა და ამას უკვე არსებულის განადგურების გარეშე აკეთებს“. - ჯონ აპდაიკი
ჯონ აპდაიკი 2009 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა.
„ყოველდღე, ოდნავ შეცვლილები ვიღვიძებთ და ის ადამიანი, ვინც გუშინ ვიყავით, მკვდარია. რატომ გვეშინია სიკვდილის, როდესაც სიკვდილი სულ გვიახლოვდება“?